ხანძარი სოფელ ბეღლეთში

24 მარტი 2018, 00:00 3062 ნახვა

ხულოში, სოფელ ბეღლეთში, იაკობაძეების 7 წევრიანი ოჯახის საცხოვრებელს ცეცხლი გაუჩნდა.ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.ხულოს მერის ინფორმაციით, ხანძრის შედეგად დაზარალებული ოჯახი 10 ათას ლარიან დახმარებას მიიღებს. 

შემთხვევის ადგილზე სახანძრო სამაშველო ბრიგადები არიან მობილიზებულნი. ხანძრის გამომწვევი მიზეზები ამ ეტაპზე უცნობია.

მომხდარზე გამოძიება 188-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.​

სოფიკო შავაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი