გაეროს მხარდამჭერი რეზოლუცია - ქართული მხარის გამოხმაურება

24 მარტი 2018, 00:00 1843 ნახვა

„თანამშრომლობა საქართველოსთან“ რეზოლუცია  გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭომ მიიღო. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, რეზოლუცია დავით ზალკალიანმა წარადგინა, რომელმაც  აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში არსებულ მძიმე ჰუმანიტარულ ვითარებასთან დაკავშირებით და საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენელთა მხრიდან საქართველოს მოქალაქის, არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობის ფაქტზე დელეგატებს ინფორმაცია მიაწოდა.

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ასევე აღნიშნა, რომ მიუხედავად გასულ წელს საბჭოს პირდაპირი მოწოდებისა, უმაღლესი კომისრის ოფისს ჰქონოდა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში შესვლის საშუალება, საოკუპაციო ძალამ არ დაუშვა გაერო-სა და სხვა შესაბამისი საერთაშორისო ორგანიზაციების მონიტორინგის შეღწევა ამ რეგიონებში.

ამავე კატეგორიაში