სოფელ ცეცხლაურში ხეების ჩეხვას აპროტესტებენ

23 მარტი 2018, 00:00 3492 ნახვა

სოფელ ცეცხლაურში  შეკრებილები ხეების ჩეხვას აპროტესტებენ. ადგილობრივები აცხადებენ, რომ დენდროლოგიურ პარკში, ხეების ტრანსპორტირებისას, ქარსაცავი ზოლები და სხვა მცენარეები ნადგურდება.

ლიმონტრესტის დასახლებაში გაჩეხილი  წიწვოვანი ხეების გამო მოსახლეობა ფიქრობს, რომ  მათ საცხოვრებლებს საფრთხე ემუქრება. ხეების გადატანის გამო დაზიანებული ინფრასტრუქტურის შესახებ  დასმულმა კითხვებმა გამოიწვია  დაპირისპირება დღეს  ქობულეთის საკრებულოს სხდომაზეც.

ოპოზიციის ნაწილი განმარტებებს ითხოვდა, თუმცა რადგან საკითხი დღის წესრიგით გათვალისწინებული არ იყო, კითხვებმა საკრებულოს სხვა წევრების უკმაყოფილება გამოიწვია.  

ქობულეთის მერი  მოსახლეობას პასუხობს, რომ ხეების მოჭრა, ან გატანა კანონის ფარგლებში ხორციელდება. მირიან ქათამაძის თქმით,  ყველა შემთხვევა შესწავლილია და საფრთხეს არ წარმოადგენს. ქარსაცავის  გაჩეხვის ფაქტს მერი უარყოფს, ამბობს, რომ ზოლს არ ჰქონდა შესაბამისი სტატუსი. 

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში