ნავსადგურების მიმღები მოწყობილობების უსაფრთხოების აუდიტი – ტრენინგი საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს თანამშრომლებს ამერიკის სანაპირო დაცვის წარმომადგენლებმა ჩაუტარეს. სწავლება, რომელსაც საქართველოში გემებისა და ნავსადგურების უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პირები ესწრებოდნენ, 4 დღე გაგრძელდა.