"ბეთლემი" 18-მა ფეხბურთელმა დატოვა

05 ივლისი 2016, 00:00 2288 ნახვა

ქედის "ბეთლემში" რეორგანიზაცია გრძელდება. გუნდი 18 მა ფეხბურთელმა დატოვა, ასევე გათავისუფლებულია გუნდის დირექტორი ნაზიმ ფარტენაძე. კულუარებში ახალ დირექტორად "ბეთლემის" უსაფრთხოების ხელმძღვანელს სულხან ჯიჯავაძეს ასახელებენ. ნაზიმ ფარტენაძეს კი ქედის წყალკანალის ხელმძღვანელად მოიაზრებენ, რომლის უფროსიც ამ ეტაპზე გათავისუფლებულია. ნაზიმ ფარტენაძემ და რამინ ჯიჯავაძემ კომენტარის გაკეთებაზე უარი განაცხადეს. "ბეთლემს" ყოფილი მწვრთნელი ავთანდილ კუნჭულია ხელმძღვანელობს. გუნდმა წვრთნები დღეს დაიწყო. თუ ვინ ჩაანაცვლებს გუნდიდან წასულ ფეხბურთელებს, კვირის ბოლომდე გახდება ცნობილი.

ამავე კატეგორიაში