ქედაში, სოფელ კოკოტაური-ძანაძეების მიმართულებით მეწყერი ჩამოწვა. მიწის მასამ საავტომობილო გზა ჩაკეტა.
ინტენსიური ქვათაცვენის გამო, გაწმენდითი სამუშაოები ამ დრომდე არ დაწყებულა.
საგზაო დეპარტამენტის წარმომადგენლის, თემურ დევაძის ინფორმაციით, ადგილზე ტექნიკა მობილიზებულია, სამუშაოები კი გამოდარებისთანავე დაიწყება.
მოსახლეობა ამ ეტაპზე, შემოვლითი გზით სარგებლობს.