ხვალ დასავლეთში +27, +29 გრადუსამდე დაცხება

19 მარტი 2018, 00:00 4363 ნახვა

20 მარტს ქვეყნის მთელს ტერიტორიაზე შავი ზღვის სამხრეთ-დასავლეთიდან თბილი ჰაერის მასები ინტენსიურად გავრცელდება, რის ფონზეც ტემპერატურა მნიშვნელოვნად მოიმატებს.

აჭარაში თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი, სანაპირო ზოლში ჰაერი +23, +28, მთიან რაიონებში კი +16, +21 გრადუსამდე გათბება.

დასავლეთ საქართველოში მაქსიმალური ტემპერატურა +27, +29 გრადუსი იქნება.

ხვალ, აღმოსავლეთშიც თბილი ამინდია მოსალოდნელი, ტემპერატურა +23, +25 გრადუსი დაფიქსირდება.

კობა ფარტენაძე
მეტეოროლოგი/წამყვანი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი