რამდენიმე დაშავებული ჯერ ისევ კლინიკაში რჩება

18 მარტი 2018, 00:00 1893 ნახვა

ამ დროისთვის სტაბილურია გუდაურში დაშავებული შვედეთის მოქალაქის ჯანმრთელობის მდგომარეობა. ექიმის ინფორმაციით მისი გაწერა კლინიკიდან უახლოეს მომავალში იგეგმება და ორსულობიდან გამომდინარე, მიზანშეწონილი იქნება ფრენა მწოლიარე მდგომარეობაში განხორციელდეს.

სხვა დაკავებულთაგან ამ დრომდე 5 პაციენტი მკურნალობას ღუდუშაურის კლინიკაში გადის, გუშინ ერთს ხერხემალზე ოპერაცია ჩაუტარდა და ამჟამად, რეანიმაციულ განყოფილებაშია. გუდაურში, 16 მარტს, საბაგიროს დაზიანების შედეგად, სულ 11 ადამიანი დაშავდა.  მათგან სამედიცინო დაწესებულებაში 8 გადაიყვანეს.

ამავე კატეგორიაში