ამერიკული საზღვაო ხომალდის შესაძლებლობები

18 მარტი 2018, 00:00 2699 ნახვა

ამერიკულმა   ხომალდმა  მედიის წარმომადგენლებს უმასპინძლა. ტურის ფარგლებში  „ოუკ ჰილი“-ზე ჟურნალისტებს შესაძლებლობა ჰქონდათ დაეთვალიერებინათ   ტექნიკა და სამხედრო აღჭურვილობა, ასევე საფრენი ბილიკი,  რომელსაც ხომალდი სამშვიდობო მისიის შესასრულებლად იყენებს.

ხომალდზე განთავსებული  სამხედრო  ტექნიკის გარდა, 18 ერთეული სატრანსპორტო  საშუალება და მძიმე ტექნიკაა განთავსებული. მედიის  წარმომადგენლები ასევე გაეცნენ  ხომალდის საკომუნიკაციო საშუალებებს, რომელსაც ეკიპაჟი საზღვაო უსაფრთხოების  მიზნით  იყენებს.

საღამოს გემზე  ოფიციალური მიღებაა დაგეგმილი. ხომალდის საპორტო ვიზიტის მიზანი,  ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის თანამშრომლობის გაძლიერება და რეგიონში საზღვაო უსაფრთხოების უზრუნველყოფაა. ხომალდი ბათუმს  ბათუმს 20 მარტს დატოვებს.

ფოტო: თამუნა გაზდელიანი

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში