წლობით მოუწესრიგებელი სპორტული მოედანი ე.წ.”ჭაობში”

18 მარტი 2018, 00:00 2276 ნახვა

ე.წ ჭაობის დასახლებაში ბესიკისა და გიორგი ბრწყინვალის ქუჩებთან არსებული მინი სტადიონის მიმდებარე ტერიტორია  მოუწესრიგებელია, ინფრასტრუქტურა კი დაზიანებული. მოსახლეობა ამბობს,  რომ სტადიონი რამდენიმე წლის წინ გაკეთდა, თუმცა  კეთილმოწყობის სამუშაოები ამ დრომდე არ ჩატარებულა.  

როგორც  მერიის პრეს - სამსახურში გვითხრეს,  ბათუმის  მერია  ინფრასტრუქტურულ პროექტებს მხოლოდ მუნიციპალიტეტის საზღვრებში ახორციელებს, აღნიშნული ტერიტორია კი ქალაქს არ ეკუთნის. შპს,, სანდასუფთავებაში’’  აცხადებენ, რომ  მომართვის შემთხვევაში ტერიტორიას სრულად მოაწესრიგებენ.

ქეთევან კაცაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი