წერილები ავღანეთში მყოფ ქართველ სამხედროებს. პროექტის „წერილები ჯარისკაცებს“ ფარგლებში საქართველოს თითქმის ყველა რეგიონის სკოლების მოსწავლეებმა ქართველ მშვიდობისმყოფელებს წარმატებები და საქართველოში მშვიდობით დაბრუნება უსურვეს.
ქართველმა სამხედრო მოსამსახურეებმა წერილის ავტორებს საპასუხო წერილების გამოუგზავნეს. პროექტის მიზანი სამშობლოდან შორს მყოფი მებრძოლებისათვის თანადგომისა და მხარდაჭერის გამოხატვაა.