საერთაშორისო კონფერენციის მონაწილეები ბათუმში

17 მარტი 2018, 00:00 2478 ნახვა

„ქორეოგრაფიული ფოლკლორი - ისტორია და თანამედროვეობა“ - თემაზე კონფერენცია ტარდება. მიზანი ხალხთა შორის კულტურული ურთიერთობების განვითარების პროცესის ხელშეწყობა, ახალ ეტაპზე გადაყვანა, კულტურული მემკვიდრეობის ინტერდისციპლინური კვლევების მასშტაბების გაფართოება და ქორეოგრაფიული მემკვიდრეობის გადარჩენის ამოცანათა გადაჭრაა.

კონფერენციას 11 ქვეყნიდან გამოცდილი მკვლევარ -მეცნიერები, ახალგაზრდა სპეციალისტები, პრაქტიკოსი ქორეოგრაფები, ექსპერტები, ჰუმანიტარული და სოციალურ-პოლიტიკური დარგის სპეციალისტები დაესწრებიან. კონფერენციის მონაწილეებს აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა უმასპინძლა. კონფერენცია საქართველოს ქორეოგრაფთა კავშირის ორგანიზებით იმართება.

ქეთევან ბოლქვაძე
წამყვანი და ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი