ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის განცხადება

16 მარტი 2018, 00:00 2720 ნახვა

ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია განცხადებას ავრცელებს. წერილის თანახმად, სარფის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ტაძრის წინამძღვარი და მრევლი ტაძრის მომიჯნავედ კაზინოს შესაძლო მშენებლობის გამო აღშფოთებას გამოთქვამს – ეპარქია იუწყება, რომ ამის გამო მღვდელთმთავარმა გასულ წელს მიმართა მთავრობის თავმჯდომარეს, ინფორმაციის განმეორებით გავრცელების შემდეგ კი მიმდინარე წელსაც.

განცხადების თანახმად, ზურაბ პატარაძე შეხვდა ინვესტორს და მისგან მიიღო დასტური, რომ შენობაში კაზინო არ განთავსდებოდა. სარფში ეკლესიის ერთ მხარეს სკოლა შენდება, მეორე მხარეს კი ძველ რესტორანს რესტავრაცია უტარდება.

აჭარის მთავრობაში ადასტურებენ, რომ კომუნიკაცია ერთის  მხრივ მღვდელთმთავართან, მეორეს მხრივ კი,  მუნიციპალიტეტის პასუხისმგებელ პირებთან  შედგა, რომლის დროსაც გადამოწმდა ინფორმაცია, რეალურად რისი გახსნა იგეგმებოდა - აღნიშნეს, რომ ობიექტი საზოგადოებრივი დანიშნულების იქნება და კაზინოს გახსნა არ იგეგმება.

პატარაძის უწყება უარყოფს ინფორმაციას თითქოს თავმჯდომარე ინვესტორს შეხვდა. რაც შეეხება ნებართვის გამცემ ორგანოს, ხელვაჩაურის მერიაში ამბობენ, რომ ნებართვა გაცემულია მრავალფუნქციურ ობიექტზე, რაც მოიცავს კაზინოსაც, თუმცა კაზინოს ან სლოტ-კლუბის გასახსნელად ინვესტორს დამატებითი ნებართვა დასჭირდება. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი