ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ქობულეთი-ბათუმის ცენტრალურ მაგისტრალზე. ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.
ავარიის შედეგად, ორი პირი დაშავდა. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ, დაზარალებულები ქობულეთის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.