მშენებლობაზე დაშავებული მოზარდი თბილისში გადაიყვანეს

12 მარტი 2018, 00:00 2483 ნახვა

ბათუმში დაშავებული 13 წლის მოზარდი მკურნალობას თბილისში აგრძელებს. ექიმის ინფორმაციით, მას თავის არეში ოპერაცია ჩაუტარდა და იგი რეანიმაციულ განყოფილებაში მართვით სუნთქვაზე იმყოფება.

შემთხვევა 2 დღის წინ კომპანია “ჯი აი ემ ჯი”-ს სამშენებლო ობიექტზე მოხდა. კომპანიის იურისტის მტკიცებით, ობიექტზე უსაფრთხოების ნორმები დაცულია, მას დაცვის სპეციალური სამსახური ემსახურება და მშენებლობა ამ ეტაპზე შეჩერებულია.

ამირან გიგუაშვილის ინფორმაციით, კომპანია საგამოძიებო უწყებასთან თანამშრომლობს და ოფიციალურ განცხადებას გამოძიების დასრულების შემდეგ გაავრცელებს. მომხდართან დაკავშირებით  დაიკითხნენ ის მოზარდები, რომლებიც შენობაში დაშავებულთან ერთად იმყოფებოდნენ.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 124-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე, ან მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი