სანიაღვრე სისტემასა და დამცავ ზღუდარებს ამონტაჟებენ სოფელ მერისში, ზენდიდსა და ზესოფელში. საგზაო დეპარტამენტის ქედის წარმომადგენლის ინფორმაციით, ზღუდარები ძირითადად სახიფათო მონაკვეთებზე განთავსდება.
მათ შორის, ზესოფელში და ვაიო - კვაშტის მიმართულებით. სამუშაოებისთვის საერთო ჯამში 140 ათასი ლარია გათვალისწინებული.