წვიმისა და ქარის შემდეგ დღეიდან გამოიდარებს. სინოპტიკოსების პროგნოზით უმეტესად უნალექო ამინდი იქნება, ჰაერი 9-11 გრადუსამდე გათბება.
თუმცა ზღვაზე შტორმული მდგომარეობა დღის ბოლომდე შენარჩუნდება. ბათუმში გუშინ წვიმდა , ქარის სიჩქარე კი 18-20 მ/წმ იყო.