სახიფათო ინტერნეტ თამაშები - 17 წლის მოზარდის ისტორია

09 მარტი 2018, 00:00 3953 ნახვა

მოზარდი, რომელმაც გასულ წელს თვითმკვლელობა სცადა ადასტურებს რომ სახიფათო ინტერნეტ თამაშით იყო გატაცებული.

სამი თვის შემდეგ 17 წლის მოზარდი ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული თვითდაზიანებით საავადმყოფოში გადაიყვანეს. უმძიმესი პაციენტი ქირურგიული ჩარევების შედეგად გადარჩა, მანამდე კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფებოდა.

დღეს, სამი თვის შემდეგ, პირველად ყვება იმის შესახებ, რაზეც მის კომატოზურ მდგომარეობაში ყოფნისას ოჯახი, სკოლა, განათლებისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები საუბრობდნენ.

თვითდაზიანებების შედეგად, რამდენიმე ოპერაციის მიუხედავად მეტყველება მაინც უჭირს. პარალიზებული აქვს მარცხენა ხელის კიდური. საჭიროებს დამატებით სამედიცინო ჩარევასა და მუდმივ კონტროლს. 17 წლის ბიჭი არ უარყოფს იმას, რომ სახიფათო ინტერნეტ თამაშით თანატოლებთან ერთად დაინტერესდა და მასში ჩაერთო, თუმცა ირწმუნება რომ სასიკვდილო ტურამდე ეტაპები არ გაუვლია. ცეცხლსასროლი იარაღით ჭრილობებით სუიციდი სურდა, მაგრამ გადარჩა.  ახლა ამბობს, რომ მცდელობა ონლაინ თამაშს არ უკავშირდება.

'' აზარტულად ვიყავი განწყობილი, ჩემი თავის გამოცდა მინდოდა, რა შემეძლო. ვიცოდი სახიფათო იყო მაგრამ მაინც გავრისკე. სახიფათო თამაშებიც მიზიდავდა. რაც პოლიციაში ვიყავი, მას შემდეგ აღარ შევხებივარ. ჩემს თანატოლებს ვეტყოდი თუ თამაშობთ თავი დაანებეთ'' - ამბობს 17 წლის დათო (სახელი შეცვლილია).

დათოს დაზიანებული აქვს სახისა და ყბის, ასევე სასუნთქი გზების მიდამოები. როგორც ოჯახის ახლობლები ამბობენ, კიდევ ერთი ოპერაციისთვის თანხა არ ყოფნით, რომელიც დაახლოებით 60 ათას ლარი ჯდება. წლებია ისინი სოციალურად დაუცველთა ბაზის ბენეფიციარები არიან.

აჭარის სოციალურ სააგენტოში აცხადებენ,რომ მოზარდს სოციალური ფულადი დახმარება გაეწია და დღემდე სპეციალისტების დაკვირვების პროცესშია.

თეიმურაზ ქარცივაძის თქმით, ბოლო ერთ წელიწადში, სახიფათო თამაშების ხუთი შემთხვევა დაფიქსირდა და როგორც ამბობს დროული რეაგირებით შემთხვევები ფატალურად არ დასრულებულა.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი