ბათუმში ავარიის შედეგად მამაკაცი გარდაიცვალა

07 მარტი 2018, 00:00 2239 ნახვა

ბათუმში, ახალი ავტოსადგურის ტერიტორიაზე, გოგოლის ქუჩაზე, ავარიის შედეგად მამაკაცი გარდაიცვალა. 

სასწრაფო სამედიცინო სამსახურში განმარტავენ, დაშავებული მამაკაცი საავადმყოფოში გადაიყვანეს. მათივე ინფორმაციით,  დაზარალებული სასწრაფოს ექიმებს ავტომანქანის ქვეშ დახვდა.

ამ ეტაპზე ზუსტი ინფორმაცია რა ვითარებაში მოხდა ავტოსაგზაო შემთხვევა არ ვრცელდება. შინაგან საქმეთა სამინისტროში  აზუსტებენ  ინფორმაციას.

ამავე კატეგორიაში