ბათუმის პორტთან ზღვამ კიდევ ერთი დელფინი გამორიყა

06 მარტი 2018, 00:00 2742 ნახვა

ბათუმის პორტში, წყალში მეთევზეებმა მკვდარი დელფინი იპოვეს. ზღვის ძუძუმწოვარი,  სავარაუდოდ, ბადეში გახვევის შედეგად დაშავდა. 

გარემოს ეროვნული სააგენტოს მეთევზეობისა და შავი ზღვის მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსი არჩილ გუჩმანიძე ამბობს, რომ ამ ეტაპზე წყლიდან ამოყავთ დელფინი და შემდეგ დაადგენენ დაღუპვის მიზეზს. 

ბათუმის სანაპიროზე წელს მკვდარი ძუძუმწოვრის გამორიყვის ცხრა შემთხვევა დაფიქსირდა. 2017 წელს კი 98 შემთხვევა დაფიქსირდა. 

ფოტოები სოციალურ ქსელში ფოტოგრაფმა ედო მჟავანაძემ გამოაქვეყნა. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი