ობიექტების დაზღვევა სავალდებულო ხდება

28 თებერვალი 2018, 00:00 2478 ნახვა

არაერთი მასშტაბური ხანძრისა და კერძო პირებისა, თუ სახელმწიფოსთვის მიყენებული ზარალის შემდეგ, ხვალიდან ძალაში შედის მთავრობის დადგენილება, რომლითაც მასობრივი თავშეყრის ობიექტები - სავაჭრო ცენტრები, ბაზრობები და 100 ნომერზე დიდი სასტუმროების დაზღვევა სავალდებულო ხდება.

ცნობილია რომ საერთაშორისო სტანდარტების სავაჭრო ცენტრები უკვე დაზღვეულები არიან. გუშინ დამწვარ სავაჭრო ცენტრში კი ობიექტების დიდი ნაწილი არ იყო დაზღვეული. დადგენილება 100-ზე მეტ სასტუმროს, 200 ბაზრობას და 1900 ავტოგასამართ სადგურს უნდა შეეხოს.

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი