სახლი, სამორინე და წინასწარი დაკავების იზოლატორი - 1 მაისიდან სხვა დახურულ სივრცეებში მოწევა იკრძალება

09 მარტი 2018, 00:00 5518 ნახვა

თამბაქოს მოწევის კონტროლი გამკაცრდა. მწეველებს, პირველი მაისიდან დამატებითი შეზღუდვები უწესდებათ.

კიდევ ერთხელ გადაავლეთ თვალი, სად შეძლებს და სად ვერა, მწეველი საზოგადოება სიგარეტის მოწევას.

ახალი რეგულაციის მიხედვით, დაახლოებით ორ თვეში  მოწევა აიკრძალება: ნებისმიერი დანიშნულების შენობა-ნაგებობაში, რომელსაც აქვს იატაკი, სახურავი ან ჭერი. საზოგადოებრივ ტრანსპორტში, თუმცა აქ გამონაკლისი არსებობს,  მოქალაქეებს საშუალება აქვთ ტაქსსა და კატერში მოწიონ.

მოწევა დაუშვებელია საგანმანათლებლო და სააღმზრდელო დაწესებულებებში, ბიბლიოთეკებში, მოსწავლე ახალგაზრდობის ბანაკებში, ბავშვთა გასართობი ცენტრებსა და 18 წლამდე ასაკის პირებისთვის განკუთვნილ სხვა დაწესებულებებში.

აკრძალვა ეხება სამედიცინო და ფარმაცევტული დაწესებულებებს. მოქალაქეები, მსგავსი ორგანიზაციების შენობა-ნაგებობებში და მათ საკუთრებაში არსებულ ტერიტორიებზე ვერ მოწევენ.

ასევე ბენზინგასამართ, გაზგასამართ და გაზგამანაწილებელ სადგურებზე.  იმ დაწესებულებათა შენობა-ნაგებობებში და მათ საკუთრებაში არსებულ ტერიტორიებზეც, სადაც ცეცხლსაშიში ნივთიერებები ინახება.

შეზღუდვა არ ეხება ფიზიკური პირის საცხოვრებელ ადგილს, სახლში ნებისმიერ დროს შეგიძლიათ სიგარეტის მოწევა.

ასე დაშვებულია თამბაქოს კვამლის შემსწავლელ სპეციალიზებულ ლაბორატორიულ დანადგარში, პენიტენციურ დაწესებულებაში, სადაც მოწევის პირობებს განსაზღვრავს შესაბამისი მინისტრი, ასევე წინასწარი დაკავების იზოლატორში.

ახალი რეგულაციით თამბაქოს მოწევა შესაძლებელია, კანონის შესაბამისად გაცემული ნებართვის საფუძველზე მოწყობილ სიგარაბარში, სამორინეში, აეროპორტის სატრანზიტო ზონაში სპეციალურად გამოყოფილ მოსაწევ ოთახში.

"თამბაქოს შესახებ კანონი" პარლამენტმა მესამე მოსმენით გასულ წელს მიიღო.  კანონშივე აღნიშნულია, რომ სიგარეტის მოწევა 2020 წლიდან სტადიონზეც აიკრძალება.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი