19 სართულიანი სახლის ერთ-ერთ ბინაში ცეცხლი გაჩნდა

24 თებერვალი 2018, 00:00 6542 ნახვა

ბათუმში, აღმაშენებლის #1, ახალაშენებულ სახლში ხანძარი გაჩნდა. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. სახანძრო-სამაშველო სამსახურის ინფორმაციით, ცეცხლი 19 სართულიანი სახლის მე-5 სართულზე, სამზარეულოში გაჩნდა, თუმცა მისი ლიკვიდაცია მალევე მოხერხდა.

წინასწარი ინფორმაციით თხევადი აირის ბალონი გაზს უშვებდა. 

 ახალაშენებულ კორპუსის მე-5 სართულზე, რამდენიმე დღის წინ გადავიდნენ საცხოვრებლად.

ქეთევან კაცაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში