რატომ უთხრეს მოსამართლე ირაკლი შავაძეს უვადოდ განწესებაზე უარი, ''მთავართან'' შეფასებები იურისტებმა გააკეთეს. მათი თქმით საქმე კლანურ მმართველობას ეხება. იურისტები პასუხისმგებლობას ხელისუფლებას და ასევე, ყოფილ პრემიერ-მინისტრ, ბიძინა ივანიშვილს აკისრებენ.
ადვოკატ რამინ პაპიძის განცხადებით, მთავარი პრობლემა იუსტიციის საბჭოს შემადგენლობაა, სადაც მისივე თქმით, გადაწყვეტილებებს იღებენ და მოსამართლეებს ნიშნავენ ის ადამიანები, რომლებიც საზოგადოების ნდობით არ სარგებლობენ. სასამართლო სისტემის დანგრევას გაუსვა ხაზი იურისტმა თენგიზ კახიძემ.
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებას სამარცხვინო უწოდა პაატა შავაძემ, მან კონკრეტული მაგალითი მოიყვანა, ქობულეთში სასტუმრო “არმაზში” გაჩენილი ხანძრის საქმეზე. მისი თქმით, სასტუმროს მეპატრონის ართმელაძის მიმართ გამოტანილი გამამართელებლი განაჩენი, კონკრეტულმა პირებმა ირაკლი შავაძეს არ აპატიეს.