აჭარის საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსის თანამდებობაზე მანუჩარ კაციტაძე დაინიშნა. ინფორნაციას შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ. იგი მანამდე თბილისში საპატრულო პოლიციის დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აჭარის საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა ლევან მაისურაძემ თანამდებობა პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა.