სპორტი მთავარში

13 თებერვალი 2018, 00:00 1996 ნახვა

• აჭარის მძლეოსანთა ნაკრებმა საქართველოს ჩემპიონატზე 6 მედლის მოპოვება შეძლო. გასული წლის საქართველოს ჩემპიონმა გიგა ბუტიმჩენკომ საკუთარი შედეგი გაიმეორა და წელსაც ოქროს მედალი მოიპოვა. მან თავი 60 მეტრიან დისტანციაშიც გამოსცადა, სადაც ვერცხლის მედლის პრიზიორი გახდა. სამხტომში მესამე ადგილები, ყველაზე პატარა მონაწილე გურანდა გაბიტაძენ, ლაშა ძიკკრვაძემ და მამუკა ზაქარაძემ დაიკავეს. საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატზე 150-ზე მეტი სპორტსმენი ასპარეზობდა. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ აჭარაში არ არსებობს მძლეოსნობისთვის საჭირო ინფრასტრუქტურა და სპორტსმენები ბულვარის ტერიტორიაზე ვარჯიშობენ. უამინდობის დროს კი წვრთნას ყინულის მოედანთან არსებულ ბილიკზე გადიან.

• 2 თვიანი პაუზის შემდეგ ჩემპიონთა ლიგა იწყება. დღეს მერვედფინალური ეტაპის 2 შეხვედრა გაიმართება. ცენტრალურ შეხვედრაში ტურინის „იუვენტუსი“ საკუთარ მოედანზე „ტოტენჰემს“ მიიღებს,  ხოლო შვეიცარიული „ბაზელი“ „მანჩესტერ სიტის“ უმასპინძლებს. მატჩები თბილისის დროით 23:45 საათზე დაიწყება.

ამავე კატეგორიაში