EMC და TDI ბათუმში მეჩეთის მშენებლობის საქმის გაჭიანურებაზე საუბრობენ

13 თებერვალი 2018, 00:00 4193 ნახვა

არასამთავრობო ორგანიზაციებმა ბათუმის საქალაქო სასამართლოს ახალი მეჩეთის მშენებლობის საქმის დროული განხილვის თხოვნით მიმართეს.

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრსა და ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტში მიაჩნიათ, რომ ახალი სამლოცველოს მშენებლობა გაჭიანურდა, რითაც მათი თქმით, იკვეთება დისკრიმინაციული მოპყრობის ნიშნები. ბათუმის საქალაქო სასამართლოში აცხადებენ, რომ საქმეზე პირველი სასამართლო განხილვა 20 თებერვალს არის ჩანიშნული და საკითხთან დაკავშირებით სასამართლო წინასწარ კომენტარს არ აკეთებს.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი