შინაგან საქმეთა სამინისტრომ „112“-ის მობილური აპლიკაცია შექმნა. ინოვაციური და თანამედროვე ტექნოლოგიებზე აგებული პროექტით საქართველოს ტერიტორიაზე მყოფ ნებისმიერ პირს შეუძლია სარგებლობა. უწყების ინფორმაციით, აპლიკაციის მთავარი უპირატესობა მოქალაქის ადგილმდებარეობის დაუყოვნებლივი განსაზღვრაა.
ლოკაციას აქვს ისეთი მნიშვნელოვანი ფუნქციები, როგორიცაა ჩუმი განგაშის გაგზავნა „112“-ში და ოპერატორთან მიმოწერა. აღნიშნული ფუნქციების გამოყენება მომხმარებელს შეუძლია ისეთ შემთხვევებში, როდესაც არ აქვს საუბრის საშუალება ან ზარის განხორციელებით ექმნება საფრთხე. აპლიკაციის ჩამოტვირთვა უფასოა. ხელმისაწვდომია, როგორც ქართულ, ასევე ინგლისურ და რუსულ ენებზე. მობილური აპლიკაციით გადაუდებელი დახმარების ცენტრთან დაკავშირება მსოფლიოს მხოლოდ 13 ქვეყანაშია დანერგილი. მობილური აპლიკაციის პრეზენტაცია 112-ის დღესთან დაკავშირებით გაიმართა.