ბათუმში მუნიცპალური ავტოპარკის ტექნიკური დათვალიერება გადაიდო

12 თებერვალი 2018, 00:00 4093 ნახვა

საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული კანონი ავტომანქანების ტექნიკური დათვალიერების შესახებ 2018 წლის 1 იანვარს შევიდა ძალაში. გამკაცრებული რეგულაციაების დაკმაყოფილება, ყველა ავტომანქანისთვის სავალდებულოა, მათ შორის ბათუმის მუნიციპალური ტრანსპორტისთვის, რომელმაც შემოწმება გადაავადა. ტექნიკურად გაუმართავი ავტობუსები, რომლითაც ბათუმელები დღემდე სარგებლობენ, შემოწმებამდე უნდა შეკეთდეს - ამბობენ ავტოტრანსპორტში. 

ახალი, გამკაცრებული რეგულაციების ამოქმედებამდე, მუნიციპალური ავტობუსების შემოწმება მანამდეც სავალდებულო იყო. სესაბამისად, ბათუმის ავტოტრანსპორტის ავტობუსები კონტრაქტორმა კომპანიამ შეამოწმა, გასული წლის აგვისტოში 150 ავტობუსიდან  ტექდათვალიერება 20 სატრანსპორტო საშაულებამ ვერ გაიარა. 

რა მოხდება გამკაცრებული რეგულაციების შემთხვევაში? რამდენი მუნიციპალური ავტობუსი გაივლის კრიტიკულ შემოწმებას და არის თუ არა საფრთხე ქალაქში შემცირდეს გადამზიდავთა რაოდენობა? 

პარლამენტში ამბობენ, რომ კანონი გამონაკლისების გარეშე უნდა აღსრულდეს. 

 

 

ფირუზ ბოლქვაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი