ფინანსთა მინისტრი ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის პრეზიდენტს შეხვდა. შეხვედრა დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში შედგა.
მამუკა ბახტაძემ ასევე მონაწილეობა მიიღო ბიუჯეტის საერთაშორისო პარტნიორობის მიერ გამოქვეყნებული კვლევის პრეზენტაციაში.