''სოკარ ჯორჯია გაზი'' მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებს

06 თებერვალი 2018, 00:00 3724 ნახვა

ბუნებრივი აირი აჭარაში რეგისტრირებულ ყველა აბონენტს ხვალ დღის ბოლომდე უნდა ჩაურთონ. ამ დროისთვის მიწოდება აღდგენილია ქობულეთის მუნიციპალიტეტში, ბათუმის მოსახლეობის ნაწილს კი გაზი დღის ბოლომდე ჩაერთვება. აჭარასა და გურიაში ბუნებრივი აირის გათიშვის მიზეზად გაზსადენ მაგისტრალზე დაერთების სამუშაოებს ასახელებენ.

შეზღუდვის გამო ბათუმში არსებული საჯარო სკოლები და საბავშვო ბაღები გათბობის ალტერნატიულ საშუალებაზე გადავიდნენ. კომპანია მოსახლეობას მოუწოდებს გამოიჩინონ სიფრთხილე და გაზის ონკანები ჩაკეტილ მდგომარეობაში იქონიონ. საჭიროების შემთხვევაში მოქალაქეებს შეუძლიათ დარეკონ “სოკარ ჯორჯია გაზი აჭარის” ცხელი ხაზის ნომერზე - 16 114. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი