ხანძარი ჩაქვში-ცეცხლი,გოგოლიშვილის 11 ნომერში საცხოვრებელი სახლის ერთ ოთახში გაჩნდა

06 თებერვალი 2018, 00:00 2675 ნახვა

დაბა ჩაქვში, გოგოლიშვილის 11 ნომერში გაჩენილი ხანძრის შედეგად ხიმშიაშვილების საცხოვრებელ სახლში საძინებელი ოთახი დაიწვა. ოჯახის დიასახლისის თქმით ცეცხლმა ოთახში არსებული ნივთები და კედლები დააზიანა. ისინი ხანძრის გაჩენის სავარაუდო მიზეზად მოძველებულ ელექტრო სადენებს ასახელებენ.

ოჯახი აღნიშნულ მისამართზე ქირით ცხოვრობს.ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო-სამაშველო ბრიგადა. მეძანძრეებმა გამოძახებიდან რამდენიმე წუთში შეძლეს ცეცხლის ლიკვიდაცია. ადგილზე რჩებიან სამართალდამცველები.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება 187-ე მიხლით მიმდინარეობს, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.

ქეთევან ჭყონია
წამყვანი და ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში