დღეიდან ასაკობრივი პენსია 20 ლარით იზრდება და 180 ლარი გახდება. გაზრდილი პენსიით შშმ პირებიც ისარგებელებენ. საერთო ჯამში პენსია 35 ათას ადამიანს მოემატება. ჯანდაცვის მინისტრის ინფორმაციით, ეს პროცესი რამდენიმე მიმართულებას მოიცავს. ცვლილებების ერთი ნაწილი პირველი სექტემბრიდან შევა ძალაში და დაკავშირებულია მთის კანონთან. კერძოდ, მთაში მცხოვრებ ასაკით პენსიონერების პენსია 20%-ით გაიზრდება და 216 ლარი გახდება.