სიახლეები ახალ საკურორტო სეზონზე

04 თებერვალი 2018, 00:00 1749 ნახვა

ზაფხულამდე ჯერ კიდევ დიდი დროა, თუმცა საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს აჭარის მთავარი სამმართველო საზღვაო სეზონისთვის ემზადება. დამსვენებლების მკვეთრ მატებას ელოდებიან   წელს როგორც ზღვაზე ისე მთაში.

შესაბამისად მიმდინარეობს სამაშველო სამსახურის ტექნიკური აღჭურვა და მცურავი საშუალებების რემონტი. მალე აჭარის სამმართველო  სეზონურ მაშველებზე კონკურსსაც  გამოაცხადებს, რომლებიც ზაფხულში დამსვენებელთა უსაფრთხოებაზე იზრუნებენ. სანაპიროზე წელს გაცილებით მეტი მაშველი შეგხვდებათ ვიდრე შარშან.

სიახლეებით შეხვდება სეზონს აჭარის კურორტებისა და ტურიზმის დეპარტამენტიც. იგეგმება ახალი მარშრუტების ამოქმედება და ფესტივალები, სერვისის გაუმჯობესების მიზნით კი პირველ ეტაპზე   უსაფრთხოების მიმართულებით სასტუმროების პერსონალის გადამზადება. პრიორიტეტი წელსაც   აჭარაში ტურისტების ოთხივე სეზონზე მოზიდვაა.

ამავე კატეგორიაში