ჯეფ ბეზოსმა ბოლო ორი წლის განმავლობაში შემოსავალი გაასამმაგა. მისმა კომპანიამ რეკორდული მოგება მიმდინარე კვირაში აჩვენა, რაც 118.8 მილიარდ ამერიკულ დოლარს შეადგენს. ამით, ბეზოსმა ბილ გეითსს აჯობა, რომელიც ,,ბლუმბერგის მილიარდერთა ინდექსის" მიხედვით, 2017 წლის ოქტომბერში მსოფლიოს უმდიდრეს ადამიანად დაასახელეს.
ახლა ,,ამაზონის" დამფუძნებელს დაახლოებით, 27 მილიარდი დოლარით მეტი აქვს, ვიდრე ბილ გეითსს. ბეზოსმა ''ამაზონი'' 1994 წელს დააფუძნა. 2016 წელს მისი კომპანიის ბრუნვამ 136 მილიარდი დოლარი შეადგინა. ბეზოსი გაზეთ ,,ვაშინგტონ პოსტისა" და კომპანია ,,ბრუ ორიჯინის" მფლობელიცაა.