ხელოვნების უნივერსიტეტი  მისამართს იცვლის

02 თებერვალი 2018, 00:00 2563 ნახვა

შენობა, რომელიც მთავრობის აპარატისთვის აშენდა და სადაც დროებით ხელოვნების უნივერსიტეტი განთავსდა, რამდენიმე თვეში ისევ გამოთავისუფლდება. საუბარია ყოფილი 1 საავადმყოფოს ტერიტორიაზე, სადაც შენობა 2012 წლამდე გადააკეთეს, თუმცა ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, რამდენიმე დღეში იგი ლევან ვარშალომიძემ, სარგებლობაში სასწავლებელს გადასცა. ხელოვნების უნივერსიტეტისთვის გორგილაძის ქუჩაზე, ყოფილი კოლეჯის შენობა რემონტდება. მას სტუდენტები ახალი სასწავლო წლიდან დაიკავებენ.

რაც შეეხება ვარშალომიძის დროს გადაკეთებულ შენობას, ჯერ-ჯერობით უცნობია ვინ დაიკავებს მას. წინა მოწვევის უმაღლესი საბჭოს წევრებს ჰქონდათ სურვილი რომ იქ წარმომადგენლობითი ორგანო განთავსებულიყო, თუმცა ამაზე აღარ საუბრობს ახალი მოწვევა. ასევე ჯერ-ჯერობით არაფერი აქვს გადაწყვეტილი აჭარის მთავრობას. 

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში