შემოსავლების სამსახურმა სარფსა და სადახლოში ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერებების შემცველი მედიკამენტები აღმოაჩინეს.
მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, სომხეთისა და საბერძნეთის მოქალაქეების ფიზიკური დათვალიერების შედეგად, ფსიქოტროპული ნივთიერების შემცველი მედიკამენტები და ნარკოტიკული ნივთიერება მარიხუანა აღმოაჩინეს. საქმე შემდგომი რეაგირების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაეცა.