სტამბოლში ავტობუსი გაჩერებაზე შევარდა. ინციდენტი მსხვერპლით დასრულდა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა და რამდენიმე დაშავდა.
ინციდენტი იუსკიუდარის რაიონში მოხდა. მუნიციპალური ავტობუსის მძღოლმა სავარაუდოდ, საჭე ვერ დაიმორჩილა და ავტობუსის გაჩერებას დაეჯახა.
ავარიის დროს შემთხვევის ადგილზე ათობით ადამიანი იმყოფებოდა. დაშავებულები სამედიცინო დაწესებულებებში გადაიყვანეს. მათი მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია ამ ეტაპზე არ ვრცელდება.
მომხდარზე გამოძიება უკვე დაიწყო.