მეტროსადგურმა “ვარკეთილმა” მუშაობა განაახლა

31 იანვარი 2018, 00:00 1778 ნახვა

მეტროსადგურმავარკეთილმა“ დღეს დილიდან მუშაობა განაახლა. თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ინფორმაციით,  მატარებლების მიმოსვლა დილის 6 საათიდან აღდგა. მათივე ინფორმაციით, ტერიტორია, სადაც გუშინ ჭერი ჩამოინგრა და მოქალაქეები დაშავდნენ მოწესრიგებულია.

შეგახსენებთ, გუშინ დილით მეტროსადგურ „ვარკეთილში“ ე.წ შეკიდული ჭერი ჩამოინგრა. შემთხვევის შედეგად 14 მოქალაქე დაშავდა. ექვსი მათგანი სამედიცინო დაწესებულებაში რჩება. რამდენიმე დაშავებულს ქირურგიული ჩარევა დასჭირდა.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი