წითელას ვირუსის 90 შემთხვევა ერთ თვეში - ასეთია, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დღევანდელი მონაცემები. ვითარება უკვე შეფასდა ეპიდემიურ აფეთქებად. აჭარაში, ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, წითელას 27 შემთხვევა ფიქსირდება, რაც 8-ჯერ აღემატება რეგიონში მანამდე არსებულ დინამიკას.