ჩაქვში მომხდარი მკვლელობის საქმე

30 იანვარი 2018, 00:00 3892 ნახვა

ბათუმის საქალაქო სასამართლოში ანზორ კონცელიძის მკვლელობის საქმის არსებითი განხილვა მიმდინარეობს. განზრახ მკვლელობაში ბრალდებული სიმონ ავალიანი ძებნილია.  ავალიანსა და კონცელიძეს შორის ინციდენტი გასული წლის ოქტომბერში, ჩაქვში მოხდა.

მიყენებული დაზიანებების შედეგად ანზორ კონცელიძე რამდენიმე დღის შემდეგ საავადმყოფოში გარდაიცვალა. ავალიანის ადვოკატი პაატა შავაძე მიიჩნევს, რომ ბრალდებული უდანაშაულოა და გამამართლებელ განაჩენს ელოდება.  გარდაცვლილის ახლობლები  ბრალდებულის დაკავებას და დასჯას ითხოვენ.  მომდევნო პროცესზე მოწმეები დაიკითხებიან

ემზარ დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი