რესპუბლიკური საავადმყოფოს ახალაშენებულ შენობაში შიდა კომუნიკაციების გაყვანა დაიწყო. მშენებლობა 4 თვეში დასრულდება და სამედიცინო დაწესებულება იმავე მისამართზე ახალ დაწესებულებაში გადაინაცვლებს. პარალელურად მიმდინარეობს ძველი შენობების დემონტაჟი.
სამუშაოების დამკვეთი შპს “სტადიონია,” პროექტის ღირებულება 22 მილიონ 172 ათას 764 ლარია. აბუსერიძის ქუჩის 2 ნომერში მდებარე მიწის ნაკვეთზე 170 საწოლიანი, 5-სართულიანი მრავალ პროფილური საავადმყოფო მოეწყობა. მშენებლობას საფუძველი ორი წლის წინ ჩაეყარა.