წყლის სისტემის რეაბილიტაცია

29 იანვარი 2018, 00:00 1875 ნახვა

მიმდინარე წელს სასმელი წყლის მაგისტრალის მშენებლობა-რეაბილიტაციისთვის ქედის მერია 500 ათას ლარს დახარჯავს. წყლის სისტემა მოეწყობა დანდალოში, ცხემნა-ზენდიდში, სოფელ კოლოტაურში, ძენწმანსა და გეგელიძეებში.

სამუშაოები იმ უბნებში ჩატარდება, სადაც გვალვის დროს წყალი შრება. ქედის მერიის ინფორმაციით, ახალი სისტემა წყლის პრობლემას 200 ოჯახს მოუხსნის.

ამავე კატეგორიაში