ბათუმი- სარფის მაგისტრალზე ცალმხრივი მოძრაობაა

27 იანვარი 2018, 00:00 1743 ნახვა

ბათუმი-სარფის საავტომობილო გზაზე ჩამოწოლილი ქვის ლოდები ააფეთქეს და ტერიტორია ნარჩენებისგან იწმინდება. მოძრაობა სრულად დაახლოებით 1 საათში აღდგება. ორი დღის წინ სარფის საავტომობილო გზაზე დიდი მოცულობის კლდის მასა ჩამოწვა, რის გამოც გზის აღნიშნულ მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით აიკრძალა. ამ დრომდე, კი ავტომობილებით გადაადგილება მხოლოდ ცალმხრივად, იყო შესაძლებელი.

ამავე კატეგორიაში