აჭარაში ოფიციალური ვიზიტით რიზეს გუბერენიის ქალაქ ჩაელის სავაჭრო-სამრეწველო პალატის ბიზნეს-დელეგაცია იმყოფება. შეხვედრაზე სტუმრებს ქართულმა მხარემ ქვეყანაში ბიზნესის მიმართულებით არსებული კანონმდებლობა და სხვადასხვა დარგების განვითარების პროცესები გააცნო. როგორც პალატის თავმჯდომარე ამბობს, სტუმრები მშენებლობითა და სასათბურე მეურნეობით დაინტერესდნენ.