თბილისის სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც დემირელის კოლეჯის ყოფილ მენეჯერსა და მის ოჯახს საქართველოში ლტოლვილის სტატუსის მინიჭებაზე უარი ეთქვა. გადაწყვეტილება მოულოდნელი არ ყოფილა მუსტაფა ემრე ჩაბუქის მეუღლისთვის. იგი აცხადებს, რომ ეს სტატუსი მათთვის უსაფრთხების გარანტი უნდა ყოფილიყო.
ადვოკატებმა დღევანდელ სასამართლო პროცესზე ჰუმან ღიგჰტს ჭატცჰ-ის ანგარიშიც წარადგინეს, რომელშიც საუბარია თურქეთის პენიტენციურ დაწესებულებებში არსებულ რთულ ვითარებაზე. ამის საპირისპიროდ ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი ირწმუნება, რომ საქართველომ თურქეთის სახელმწიფოსგან მიიღო გარანტია, რომ ჩაბუქის ექსტრადირების შემთხვევაში, იგი ევროპული სტანდარტებით დაცულ ციხეში მოთავსდება.
დღესვე არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილმა პრეზიდენტს მუსტაფა ემრე ჩაბუქისა და მისი ოჯახის წევრებისთვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების თხოვნით მიმართა. ჩაბუქს წინსაექსტრადაციო პატიმრობის დრო 24 თებერვალს ეწურება.