''ენმ'' ხულოს მერიას აიპების თანამშრომლებისთვის ხელფასების გაზრდას სთხოვს

26 იანვარი 2018, 00:00 2596 ნახვა

''ერთიანი ნაციონალური მოძრაობა'' ხულოს მერიას აიპების თანამშრომლებისთვის ხელფასების გაზრდას სთხოვს. ოთარ შაინიძის განცხადებით, ყველაზე დაბალი ანაზღაურება წყალკანალისა  და საბავშვო ბაღების თანამშრომლებს აქვთ, მათი ანაზღაურება 50 ლარიდან იწყება, რაც შაინიძის თქმით,  საარსებო მინიმუმს არ შეესაბამება.

ოპოზიციის განცხადებას ხულოს მერი გამოეხმაურა. გოჩა მელაძის განცხადებით, საკითხის შესწავლა დაწყებულია და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შესაძებლობის ფარგლებში განიხილება. ხულოში ამ ეტაპზე ცხრა აიპი მოქმედებს.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი