სასტუმრო "ლეოგრანდის" თანამშრომლები გამოძიების დროულად დასრულებას, სასტუმროსა და სამორინეს გახსნას ითხოვენ. ამბობენ, რომ პროცესი დროში გაჭიანურდა. ისინი კი სამსახურის გარეშე დარჩნენ. საუბარია დაახლოებით 500 ადამიანზე.
აქციაზე შეკრებილები ირწმუნებიან, რომ სასტუმროში მუშაობა უსაფრთხოა.
თანამშრომლები, ამ ეტაპზე უფასო შვებულებაში იმყოფებიან. ტრაგედიიდან ორი თვის განმავლობაში ყველა მათგანი, კომპანიისგან ანაზღაურებას იღებდა.
აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ შეკრების შესახებ სასტუმროს მეპატრონეც ინფორმირებულია.
აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელს, შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, რომ გამოძიება ჯერ არ დასრულებულა.
სასტუმრო ''ლეოგრანდში'' ხანძარი 24 ნოემბერს გაჩნდა. უბედურ შემთხვევას 11 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ათობით დაშავდა.