აჭარის ჯანდაცვის სამინისტრომ 7 ეკომიგრანტ ოჯახს საცხოვრებელი ფართები დაურეგისტრირა

24 იანვარი 2018, 00:00 2755 ნახვა

აჭარის ჯანდაცვის სამინისტრომ 7 ეკომიგრანტ ოჯახს საცხოვრებელი ფართები დაურეგისტრირა. 2018 წელს ეკომიგრანტთა განსახლების პროგრამისთვის 3 მილიონი ლარია გამოყოფილი და 115-მდე ოჯახისთვის საცხოვრებლის შეძენა თანადაფინანსებით მოხდება. სამინისტრო თითოეული ოჯახისთვის მაქსიმუმ 25 ათას ლარს გადაიხდის. პროგრამა 2016  წელს ამოქმედდა და ამის შემდეგ უსაფრთხო საცხოვრისი 207 ოჯახმა შეიძინა. ამ ეტაპზე სამინისტროში სტიქიის შედეგად დაზარალებული 600 ოჯახის განაცხადია შესული.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი