“ვემსახურები საქართველოს” - ახალი გადაცემა სამხედრო თემაზე

19 იანვარი 2018, 00:00 3647 ნახვა

,,ვემსახურები საქართველოს” - ასე ჰქვია გადაცემას, რომელიც საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის ეთერში, 21 იანვრიდან, ყოველ კვირას 18 საათსა და 30 წუთზე გავა. გადაცემა ამ დროისთვის ქართულ ტელე-სივრცეში ერთადერთია, რომელიც სამხედრო თემატიკას ეხება და შემეცნებითი ხასიათისაა.

ჩვენი ქვეყნის შეიარაღებული ძალები, ქართული ჯარისთვის დაკისრებული მისია და შეიარაღება  - ეს ის მთავარი მიმართულებები იქნება რაზეც ავტორი და ჟურნალისტი გიორგი წეროძე და ოპერატორი ვახო თურმანიძე იმუშავებენ.

პირველ გადაცემაში გაიგებთ თუ როგორ უნდა გააშუქოს ჟურნალისტმა კონფლიქტი და ფართომასშტაბიანი ომი, ამისთვის გადამღებმა ჯგუფმა ერთი კვირა გაატარა სენაკის სამხედრო ბაზაზე.

ქეთევან ჭყონია
წამყვანი და ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი